საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი სასწავლო წელი, ახალი პროგრამები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან წიქარიძემ და პროგრამის ხელმძღვანელებმა მიულოცეს. ღონისძიება თბილისსა და ქუთაისში გაიმართა.

 

16 პროფესიულ პროგრამაზე თბილისსა და ქუთაისში 400-მდე სტუდენტი ისწავლის. 2024 წელს თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა ახალი პროფესიული პროგრამები შესთავაზა პროფესიის შესწავლის მსურველებს, თბილისში 2 და ქუთაისში 4 ახალი პროგრამა. ამჯერად თბილისსა და ქუთაისში ცენტრმა სტუდენტები მიიღო პროგრამებზე: ბუღალტრული აღრიცხვა, სკოლამდელი აღზრდა, საბაჟო საქმე, საფინანსო სერვისები, საბიბლიოთეკო საქმე, საექთნო განათლება, Front end  დეველოპმენტი, ტვირთების ექსპედირება, საწყობის ოპერირება.  

 

2024 წლის მიღებაზე 2000-ზე მეტი აპლიკანტი იყო რეგისტრირებული. 400-მდე სტუდენტს შორის არიან სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები, რომელთაც ახალი პროფესიის დაუფლება სურთ. 

 

თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან  ხორციელდება. თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიული პროგრამა  სახელმწიფოს მიერ 100 %-ით ფინანსდება.

თარიღი: 27/11/2024