საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 02/09/2024 - 01/10/2024

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურში ინსპექტორების  (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად:

ანაზღაურება: 810 ლარი დარიცხული (ხელზე ასაღები 648 ლარი), გვესაჭიროება დაცვის 38 თანამშრომელი, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას შეასრულებენ ქალაქ თბილისის ობიექტებზე.

ანაზღაურება: 435 ლარი დარიცხვით (ხელზე ასაღები 348 ლარი) გვესაჭიროება დაცვის 1 თანამშრომელი, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას შეასრულებს სოფელ თელეთში.

ანაზღაურება: 350 ლარი დარიცხვით (ხელზე ასაღები 280 ლარი) გვესაჭიროება დაცვის 1 თანამშრომელი, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას შეასრულებს სოფელ ტაბახმელაში.

სამუშაო გრაფიკი - 4 დღეში ერთხელ 24 საათიანი სამუშაო ცვლა.

სასურველი ასაკი - 21 წლიდან 60 წლამდე;

გასაუბრებაზე დაშვების მოთხოვნები:

ა) ავტობიოგრაფია;

ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

დაინტერესებული პირები გაივლიან გასაუბრებას ყოველ ორშაბათს  და სამშაბათს 12:00 საათზე, 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე.

მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე - 577 244 100.