საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილებაში იწვევს კანდიდატებს დამლაგებლების  პოზიციის  დასაკავებლად.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პიროვნულ თვისებებს, იყოს :

ა) მოწესრიგებული;

ბ) ორგანიზებული;

გ) პუნქტუალური;

დ) ენერგიული;

ე) შრომისმოყვარე;

ვ) ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ფუნქცია-მოვალეობები:

ა)თსუ-ს კუთვნილ ტერიტორიაზე მასზე განპირობებული ფართის დალაგება-დასუფთავება.

ბ)სანიტარული და ჰიგიენური წესრიგის დაცვა.

დაინტერესებული კანდიდატი უნდა გამოცხადდეს 2023 წლის 20 სექტემბერს 14 საათზე,

თსუ პირველ კორპუსში (თბილისი. ი. ჭავჭავაძის გამზ. N1; ოთახი 118 ).

კანდიდატმა თან უნდა იქონიოს:

 ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

 ბ) ავტობიოგრაფია/CV;

 გ) სამუშაო გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 შრომის ანაზღაურება თვეში:

500 ლარი - სტანდარტული დამლაგებელი

600 ლარი- სველი წერტილი (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).

შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები დაზუსტდება კანდიდატებთან გასაუბრებისას.