საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილებაში იწვევს კანდიდატებს მუშის პოზიციის (5 ერთეული) დასაკავებლად.

 კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პიროვნულ თვისებებს, იყოს :

ა) მოწესრიგებული;

ბ) ორგანიზებული;

გ) პუნქტუალური;

დ) ენერგიული;

ე) შრომისმოყვარე;

ვ) ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ფუნქცია-მოვალეობები:

ა)თსუ-ს კუთვნილ ტერიტორიაზე ტექნიკური პერსონალისთვის ფიზიკური დახმარების გაწევა.

ბ)საყოფაცოვრებო ავეჯისა და ინევნტარის გადატანა/გადაზიდვა.

გ)სამშენებლო ნაგავისა და სხვადასხვა ტვირთების გადაყრა/გადატანა.

დ) ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

დაინტერესებული კანდიდატი უნდა გამოცხადდეს 2023 წლის 27 თებერვალს 12 საათზე,

თსუ პირველ კორპუსში (თბილისი. ი. ჭავჭავაძის გამზ. N1; ოთახი 118 ).

 კანდიდატმა თან უნდა იქონიოს:

 ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

 ბ) ავტობიოგრაფია/CV;

 გ) სამუშაო გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 შრომის ანაზღაურება თვეში 890 ლარი საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები დაზუსტდება კანდიდატებთან გასაუბრებისას.