საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საბაკალავრო საფეხურის მე-2, მე-3, მე-4 ან სამაგისტრო კურსის სტუდენტებს ნავთობისა და გაზის, მექანიკური და ელექტრო ინჟინერიის, გეოლოგიის, ქიმიის, ტრანსპორტირების, ენერგეტიკის, სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს რუმინულ ენერგო კომპანიაში 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობას აძლევს. სტაჟირების პერიოდი - მიმდინარე წლის ივლისი-აგვისტო.
კონკურსში მონაწილეობის მსურველ კანდიდატს მოეთხოვება:
- ჩაბარებული სასწავლო გამოცდების 100%იანი მაჩვენებელი;
- თითოეულ ჩაბარებულ გამოცდაში არანაკლებ 8/80/B ქულა;
- მაღალი მოტივაცია, გუნდური მუშაობის უნარი, მიზანსწრაფულობა, შედეგზე ორიენტირებულობა, მაღალი პასუხიმგებლობა და ციფრული უნარები;
- ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:
- CV
- სამოტივაციო წერილი;
- სარეკომენდაციო წერილი უნივერსიტეტიდან, გაცემული აკადემიური პერსონალის მიერ;
- აკადემიური მოსწრების ფურცელი (სრული).
- კანდიდატები შეირჩევიან ინგლისურენოვანი წერითი დავალებით და გასაუბრებით.
დაინტერესებულმა პირებმა მითითებული დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ მიმდინარე წლის 21 აპრილის ჩათვლით ელ. ფოსტაზე: konkursi@moesd.gov.ge .