საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 17/03/2022 - 24/03/2022

აუდიტის დეპარტამენტის სტაჟიორი:

კატეგორია:   სტაჟირება

ანაზღაურება: ანაზღაურების გარეშე

ადგილების რაოდენობა:  20

სტაჟირების ადგილმდებარეობა: თბილისი

 

სამუშაოს აღწერა:

 

პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების სამმართველოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში:

 

  • კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებებში მონაწილეობა;
  • გადამხდელთან პირველადი გასაუბრება/ინტერვიუ საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, აუდიტორებთან ერთად;
  • გადამხდელის მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის მოწოდების უზრუნველყოფა და ვადების კონტროლი;
  • გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ფინანსური დოკუმენტაციის ელექტრონულ ბაზებში გადამოწმება, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების ანალიზი და გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციებთან შედარება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე საგადასახადო დავებში მონაწილეობა ან/და საგადასახადო დავებთან დაკავშირებით დავის განმხილველი ორგანოს მხრიდან მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება;
  • დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

 

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი - (თავი: I-IX;  XXXVIII )
  • „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი (თავი: I, II );
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი  (თავი: I, IV );
  • საქართველოს კანონი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“;
  • ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანება (დანართი 8).

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/სამართლის/სოციალური მეცნიერებების (ეკონომიკა) მიმართულებით ან ამ მიმართულებით ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი;
  • სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.

 

პროფესიული უნარები:

  • გადაწყვეტილების მიღება;
  • გუნდურობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • განვითარებაზე ზრუნვა.

 

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს „ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • უმაღლესი განათლების/სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მიუთითონ რეკომენდატორი;
  • წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი.

 

წერითი დავალება გულისხმობს პროფესიული ტესტირებას.

 

კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.rs.ge

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

გადაწყვეტილებას იღებს კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 

კონკურსის ეტაპები:

განაცხადების გადარჩევა;

წერითი დავალება;

გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ  ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, უნდა გაიარონ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე hr.gov.ge და მისი საშუალებით გამოაგზავნონ განაცხადი.