საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 16/03/2022 - 29/03/2022

Setanta Sports Eurasia არის უმსხვილესი სპორტული მედია, რომელიც 15 მილიონამდე ოჯახს მიაღწევს ტრადიციული არხების მეშვეობით CEE და ცენტრალური აზიის 14 ქვეყანაში. სპორტის მოყვარულებს ვთავაზობთ უნიკალურ OTT პლატფორმას, რომელიც ემსახურება პრემიუმ ხარისხის კონტენტს და უმაღლესი დონის პორტფოლიოს, ექსკლუზიურად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ მოწყობილობაზე.

 

Setanta Sports Eurasia-ას OTT პლატფორმა არის პიონერი თავისი მრავალფეროვანი შინაარსითა და უნიკალური ციფრული პროდუქტით 14 ქვეყნის ყველა სახის სპორტის მოყვარული აუდიტორიისთვის.

 

სტაჟირება სპორტული პროგრამების მართვის გუნდში

 

Setanta Sports-ისთვის სპორტული პროგრამების მართვის გუნდი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. დეპარტამენტის მთავარი მიზანია სპორტული ღონისძიებებისთვის განრიგისა და ბადის შედგენა, რომ მაყურებელს გავუზიაროთ მრავალფეროვანი სპორტული კონტენტი და მივცეთ შესაძლებლობა თვალი ადევნონ საყვარელ სპორტულ ღონისძიებებს;

 

 თუ გიყვარს სპორტი და გინდა სამსახური საყვარელ საქმედ აქციო:

  • მოხვდები გარემოში, სადაც შეძლებ იმუშავო უნიკალურ სპორტულ პროდუქტთან, გუნდთან ერთად უყურო შენთვის საყვარელ სპორტულ ღონისძიებებს, პირადად გაიცნო მოწვეული და ლოკალური კომენტატორები და შესაძლებლობა გქონდეს შეხვდე საყვარელ სპორტსმენებს;
  • შენი ჩართულობით შექმნილი სპორტული კალენდარი, მაყურებლისთვის შესაძლებლობაა იცოდეს - სად და რომელ სპორტულ ღონისძიებას ადევნოს თვალი;
  • შეძლებ აქტიურად ჩაერთო საიმიჯო ვიდეოების აწყობის პროცესში და იზრუნო პლატფორმის კონტენტის განვითარებაზე;
  • მნიშვნელოვან ეტაპზე შემოუერთდე კომპანიას და წვლილი შეიტანო პლატფორმის განვითარებაში;
  • შემოუერთდე კომპანიას მთავარი მიზნის მიღწევაში - 14 ქვეყანაში გავავრცელოთ ინოვაციური პროდუქტი და სპორტის ყურება ყოველდღიურ დღესასწაულად ვაქციოთ;

 

თუ ფიქრობ, რომ:

  • ხარ სპორტის ენთუზიასტი;
  • ფლობ ინგლისურ და რუსულ ენებს B1 დონეზე;
  • მეგობრობ კომპიუტერულ და საოფისე პროგრამებთან ( Excel, PPT) ;

 

გამოგვიგზავნე რეზიუმე ელ.ფოსტაზე: career@setantasports.com  

 

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 29 მარტი, 2022

 

#nothingcanstandbetweenus