საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია "ნექსია თიეი" (Nexia TA) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და
საკონსულტაციო კომპანიის NEXIA International-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას
საქართველოში.
"ნექსია თიეი" აცხადებს სტაჟირებას ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის
დეპარტამენტში. სტაჟირება მოიცავს სასწავლო პროგრამასა და პრაქტიკულ მუშაობას.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება.
სამუშაო განაკვეთი: სრული, უნივერსიტეტთან შეთავსებით.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის N12, ბიზნეს ცენტრი „King David”

მოთხოვნები:
• ფინანსური მიმართულებით უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის
სტუდენტი;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
• Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ანალიტიკური აზროვნება;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• აქტიურობა;
• კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე:
hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
- „სტაჟირება ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის დეპარტამენტში".

გისურვებთ წარმატებებს!