საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 15/03/2022 - 30/03/2022

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ აცხადებს სტაჟირებას
შესყიდვების დეპარტამენტში.
კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი
დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო,
საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-მდე თანამშრომელს და წარმოდგენილია
საქართველოს მასშტაბით 7 დიდ ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი,
ზუგდიდი, მარნეული.

ჩვენ გთავაზობთ:
• პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
• სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
• უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
• FitPass ბარათს;
• უფასო კვებას;
• ანაზღაურება: 375-დან 625-მდე ლარი (დარიცხული).
ძირითადი მოვალეობები:
• შემოსული მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება/შესყიდვა;
• მომწოდებლებთან შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმოება;
• უშუალო ხელმძღვანელობის რეპორტინგი.
მოთხოვნები:
• სასურველია Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
• ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• განვითარებაზე ორიენტირებულილი.

სტაჟირებით დაინტერესების შემთხვევაში:
• გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში,
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს,
დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის
საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული
იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე
პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს
ვებგვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებებს!