საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტერაბანკი 22  წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი სტანდარტების საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

 

ტერაბანკში ყოველი დღე დინამიკური და სიახლეებით სავსეა. გუნდურობა, მომხმარებელზე ორიენტირება, მუდმივი განვითარება და ჩარჩოებს მიღმა ყოფნა ჩვენი კორპორაციული კულტურის მთავარი ღირებულებებია.

 

შემოგვიერთდი გარემოში, სადაც ხელს შეგიწყობთ, იყო გამბედავი და წინსვლაზე ორიენტირებული, წარმოაჩინო შენი ინდივიდუალიზმი და უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო საკუთარი იდეები და ინიციატივები.

 

სს ,,ტერაბანკი" „Next Generation” პროგრამის ფარგლებში აცხადებს მიღებას თბილისში მოლარე-ოპერატორის მოსამზადებელ პროგრამაზე. პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც კარიერის დაწყება და განვითარება სურს საბანკო სფეროში.

 

“Next Generation” პროგრამა შედგება თეორიული სწავლებისა და სტაჟირების კურსისგან, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ, კანდიდატი პირველ ეტაპზე დასაქმდება სარეზერვო თანამშრომლად და წარმატების შემთხვევაში, ექნება ტერაბანკში წინსვლის შესაძლებლობა.

 

პროგრამის პირობები:

თეორიული და პრაქტიკული მომზადება პროფესიონალი ტრენერების მიერ

ანაზღაურებადი პრაქტიკული სტაჟირება მენტორების ზედამხედველობის ქვეშ

თეორიული და პრაქტიკული მომზადების წარმატებით დასრულების შემთხვევაში:

პირველ ეტაპზე დასაქმება სარეზერვო თანამშრომლად. ანაზღაურება დარიცხული 625 ლარი ნამუშევარ დღეებზე დაანგარიშებით

ყოველთვიური ბონუსი, გაყიდვების შედეგების საფუძველზე

 

ეს პროექტი არის შენთვის:

თუ იცი საოფისე პროგრამები

თუ ფლობ ინგლისურ ენას სასაუბრო დონეზე

თუ გაქვს კარგი კომუნიკაციის უნარი

თუ ხარ განვითარებაზე ორიენტირებული

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე  18 მარტს 18:00 სთ-მდე მისამართზე:  HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პროგრამის „Next Generation” დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
 

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

 

ტერაბანკი გისურვებთ წარმატებას!