საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტერაბანკი 22  წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი სტანდარტების საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

 

ტერაბანკში ყოველი დღე დინამიკური და სიახლეებით სავსეა. გუნდურობა, მომხმარებელზე ორიენტირება, მუდმივი განვითარება და ჩარჩოებს მიღმა ყოფნა ჩვენი კორპორაციული კულტურის მთავარი ღირებულებებია.

 

შემოგვიერთდი გარემოში, სადაც ხელს შეგიწყობთ, იყო გამბედავი და წინსვლაზე ორიენტირებული, წარმოაჩინო შენი ინდივიდუალიზმი და უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო საკუთარი იდეები და ინიციატივები.

 

სს ,,ტერაბანკი" თბილისის 24 საათიან სერვისცენტრში აცხადებს მიღებას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისის ტერაბანკის 24 საათიან რეჟიმში მომუშავე სერვისცენტრი
  • სამუშაო გრაფიკი: დღის და ღამის ცვლები
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ყოველ გათენებულ ღამეზე დამატებითი ანაზღაურება დარიცხული 62,5 ლარის ოდენობით

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • თანხის შეტანა/გატანა
  • სალარე და სავალუტო გადარიცხვების წარმოება
  • ფულადი გზავნილების მიღება/გაგზავნა
  • ნაღდი და უნაღდო კონვერტაციების შესრულება
  • ფიზიკური პირების ანგარიშის გახსნა
  • კლიენტების საოპერაციო პროდუქტებით მომსახურება
  • პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • უმაღლესი განათლება
  • საბანკო ან რომელიმე საფინანსო სექტორში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი საბაზისო დონეზე
  • ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე  18 მარტს 18:00 სთ-მდე მისამართზე:  HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
 

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

 

ტერაბანკი გისურვებთ წარმატებას!