საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თუ მიგაჩნიათ, რომ  ლოჯისტიკა თქვენი სფეროა და მზად ხართ ახალი გამოწვევებისათვის,

ჩვენ გეძებთ თქვენ

 

გერმანული სერვის ჯგუფი  Vantrans-ი 2005 წელს დაარსდა ქალაქ ბონში და მას შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. კომპანია ცდილობს საკუთარ მომხმარებლებს გაუმარტივოს პროდუქციის  შეძენა ცენტრალურ ევროპაში და ოპტიმალურ ვადებში უზრუნველყს უსაფრთხო მიწოდება.

 

VanTrans-ი აცხადებს ვაკანსიას  ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე (გერმანიაში).

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ლოჯისტიკური საქმიანობის გამართულად წარმართვა;

**  ტრანსპორტირების ციკლის განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი;

** გადაზიდვების მარშრუტების შემოწმება და ტვირთის ადგილმდებარეობის მონიტორინგი;

** შეკვეთის ვადების კონტროლი;

** შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება;

** მოულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრა;

**  ახალი პარტნიორების მოძიება და არსებულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი;

** საოფისე პროგრამების  ცოდნა;

** გერმანული ენის ფლობა საკომუნიკაციო დონეზე;

** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

აუცილებელია გქონდეთ მართვის მოწმობა და ევროპაში გადაადგილების უფლება.

 

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებული,
  • სხარტი აზროვნება;
  • პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.

 

ანაზღაურება- შეთანხმებით (კვალიფიკაციის შესაბამისად).

 

სამუშაო ადგილი - გერმანია, ქ.ბონი (კომპანია უზრუნველჰყოფს საცხოვრებელს).

 

გთხოვთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მეილზე: info@vantrans.de