საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია BDO Digital აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე პროცესების ეფექტურობისა და ტრანსფორმაციის განყოფილებაში.

 

BDO Digital არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს შვილობილი კომპანია.  BDO-ს ციფრული მიმართულება 2004 წლიდან ქართულ კომპანიებს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ თანამშრომელსაერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს. 

 

BDO Digital-ს ლოკალური გამოცდილებითა და BDO-ს გლობალური ქსელის მხარდაჭერით 16 წლის მანძილზე საქართველოს ბაზარზე 700 -ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული.

 

BDO Digital-ის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.

 

ვაკანსიის დასახელება     ბიზნეს ანალიტიკოსი

ადგილმდებარეობა        ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

სამუშაო საათები             სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი

 

ბიზნეს ანალიტიკოსი ჩართული იქნება ცვლილებების მართვის პროექტებში, რომლის ფარგლებში მას მოუწევს შექმნას და განავითაროს ავტომატიზაციის გადაწყვეტილებები. საქმიანობა მოიცავს, პროფესიულ საკონსულტაციო პროექტებში მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლას, მათ დიზაინს, დოკუმენტაციის მომზადებას, დეველოპერებთან მუშობას, ტესტირებას, დანერგვას და შემდგომ მხარდაჭერას. 

 

ფუნქცია/მოვალეობები

  • სხვადასხვა კომპანიების ბიზნეს პროცესების შესწავლა, ანალიზი და პროცესების აღწერის დოკუმენტის მომზადება
  • პროცესების ანალიზის შედეგად ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა და მათი სარგებლიანობის განსაზღვრა
  • მოთხოვნების მოგროვება და დეველოპერისთვის ამოცანის დასმა
  • სხვადასხვა კომპანიებში RPA სისტემის და ლინ მენეჯმენტის/ეჯაილ მეთოდოლოგიის დანერგვის პროექტებში მონაწილეობა
  • RPA პოექტების წარმატებით მართვა
  • საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა/წარმატებით მართვა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბიზნესის ავტომატიზაციის სისტემების დანერგვის პროექტებში
  • გამოცდილება ბიზნეს პროცესების დიაგრამების და პროცედურული დოკუმენტაციის შექმნაში
  • IT და ბიზნეს პროცესების საფუძვლიანი ცოდნა
  • Visio, Draw.io, Bizagi, Lucidchart ან რომელიმე სხვა BPMN-ის ინსტრუმენტის საფუძვლიანი ცოდნა
  • პროგრამირების საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • სასურველია ეჯაილ და ლინ მენეჯმენტის მიმართულებით გამოცდილება
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • ტექნიკური და ბიზნეს ინგლისურის საფუძვლიანი ცოდნა
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება 
  • გუნდურად მუშაობის უნარი 
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
  • ინიციატივიანი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „ბიზნეს ანალიტიკოსი“

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 18.03.2022

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის  აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.