საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს სტრატეგული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე - 2 საშტატო ერთეული.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომისტის/სტატისტიკოსის/ანალიტიკოსის კვალიფიკაციით. 
  • ორგანიზაციის საქმიანობის მონიტორინგისა და ანალიზის მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი..

 

დეტალები იხილეთ ბმულზე: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/69453?active=1

 

ვაკანსიებზე განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 მარტი.

 

კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, თითოეულ ვაკანსიაზე მითითებული საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.

 

კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ძირითადი ფუნქციაა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურული პროცესების მართვა – დადგენილი წესით  მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა.