საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია Ecovis Georgia აცხადებს ვაკანსიას - ანაზღაურებადი სტაჟირება (დასაქმების პერსპექტივით) საგადასახადო დეპარტამენტში.
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება საგადასახადო დეპარტამენტში
მომწოდებელი: ECOVIS GEORGIA
ვაკანსიის გამოქვეყნების თარიღი: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
მოთხოვნებით:
- განათლება: ტექნიკური (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
- სასურველია გავლილი ქონდეს ACCA-ს მინიმუმ 1 წიგნი;
- სასურველია ინგლისური B2 და რუსული ენის B1 დონეზე ცოდნა;
- სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
- ვაკანსტური ადგილების რაოდენობა: 4
- სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
- ანაზღაურება: შეთანმხებით
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქუჩა N11 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
ტესტირება:
- ხანგრძლივობა: 20-30 წუთი
- ტესტირების თემა: ფინანსური/ბუღალტრული აღრიცხვები
გასაუბრება - ტესტიტების წარმატებით გავლის შემთხვევაში.
დასაქმების შემთხვევაში გთავაზოვთ:
- კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
- კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
- თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
- პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
- სამედიცინო დაზღვევას;
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსება.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: www.ecovis.ge