საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 11/02/2022 - 20/02/2022

Impact Hub Tbilisi იწყებს განაცხადების მიღებას სტარტაპ პრე-აქსელერატორში, რომელიც მიზნად ისახავს, ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას.

 

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმელად. 

 

2022 წლის პრე-აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 20 თებერვლამდე. განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: https://bit.ly/PreAcceleratorForm. 

 

პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ფიზიკური შეხვედრები) და გრძელდება12 კვირას (მარტი 2022 - ივნისი 2022).

 

მნიშვნელოვანი თარიღები:  

26 იანვარი - 20 თებერვალი - აპლიკაციების მიღება

20 თებერვალი - 11 მარტი - მონაწილე სტარტაპების სელექცია (მეორე ტური)

14 მარტი - 1 ივნისი - პრე-აქსელერაცია

2 ივნისი - დემო დღე

 

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ აქ: https://bit.ly/IHTPreAccelerator. 

დამატებითი სიახლეები პრე-აქსელერატორის შესახებ ნახეთ ფბ.გვერდზე.