საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 08/02/2022 - 15/02/2022

ა(ა)იპ "პროფესიული უნარების სააგენტო" აცხადებს კონკურსს სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის ხელმოწერილი სტანდარტული შეთანხმების წერილით გათვალისწინებული პროექტის "საქართველოს სოფლის მეურნეობასთან დაკაშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზაცია, ფაზა 2"- ფარგლებში ინტეგრირებული ზოგადი მოდულების - "საზოგადოებრივი მეცნიერებები" და "მათემატიკური წიგნიერება" - პროფესიული სტუდენტის სახელმძღვანელოების ავტორთა შერჩევის მიზნით.

პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირება პროფესიულ განათლებაში (კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონე), რაც ხელს შეუწყობს ე.წ. "საგანმანათლებლო ჩიხის" აღმოფხვრასა და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის პრინციპის რეალიზებას.

 

კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატმა რეზიუმე და არაუმეტეს 500 სიტყვისა ხედვა სახელმძღვანელოს კონცეფციაზე უნდა წარმოადგინოს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@geoskills.ge 2022 წლის 15 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ, რომელი მოდულის სახელმძღვანელოს საგნობრივი მიმართულების ავტორთა კონკურსში გსურთ მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად კონკურსის ვადის ამოწურვამდე. საბოლოო გადაწყვეტილება მათ ეცნობებათ კონკურსის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს ორი კვირისა.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული