საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ დეპარტამენტში დებიტორების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.



გრინვეი - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.
გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.



სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე



ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის დებიტორების ბაზასთან მუშაობა ექსელში;
** თითოეული დებიტორის ისტორიის აღდგენა და შესაბამის ბაზაში ასახვა;
** საბოლოო ნაშთის გამოყვანა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.



ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან/და ბუღალტერიის მიმართულებით (განვიხილავთ დამამთავრებელ კურსზე არსებულ სტუდენტებსაც);
** სასურველია, იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, ინგლისური ენის ცოდნა;
** მნიშვნელოვანია, MS Excel-ის კარგად ცოდნა.



აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა;
** სამუშაოს მოკლე ვადებში და სტრესულ სიტუაციებში შესრულების უნარი, ბოლო ვადების დაცვის ჩვევა;
** დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** შესრულების სიზუსტისა და სისწრაფის უნარი.



გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge 2022 წლის 20 თებერვლამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - დებიტორების მართვის სპეციალისტი.



გრინვეი - არა დისკრიმინაციას!



კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.