“ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში
სამუშაოს ადგილმდებარეობები:
ა) კავკასიის მედიცინის ცენტრი, ქავთარაძის 23
ბ) ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ქინძმარაულის 1-ლი შესახვევი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
მედიკამენტების, სახარჯი მასალებისა და სხვა ფარმაცევტული პროდუქციის მიღება;
აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების აღწერა, აღრიცხვა;
აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გაცემის კონტროლი;
განყოფილებების მიხედვით;
განყოფილებებისგან მიღებული მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისად მოქმედება;
აფთიაქში არსებულ პროდუქციაზე ნაშთის კონტროლი;
აფთიაქის გეგმიური ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა;
საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება სავალდებულოა ფარმაციის მიმართულებით;
სასურველია ფარმაცევტული წარმოების, სააფთიაქო დაწესებულების სფეროში მუშაობისგამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
სასურველია კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
ენერგიულობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 3 თებერვალი, 2022
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/farmacevti/738
„ევექსის ჰოსპიტლები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.