საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შერჩეული თანამშრომელი სამუშაოს შეასრულებს კომპანია "გლოვოაფფ ჯორჯიას" სასარგებლოდ.

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

მარაგების მართვა და შეკვეთის ციკლის ორგანიზება

ლოჯისტიკის ეფექტური დაგეგმვა

შეკვეთების დამუშავება და მომწოდებლებთან გაზიარება მუდმივი საჭირო მარაგის არსებობის უზრუნველსაყოფად

მარაგების  ეფექტური მონიტორინგი, გადანაწილები/შესყიდვის დაგეგმვა და კონტროლი;

შესყიდვისა და ნაშთების დოკუმენტების მომზადება და პროგრამულად ასახვა.

დეპარტამენტის საქმიანობისთვის აუცილებელი ანგარიშების რეგულარულად წარმოება

შიდა სისტემაში პროდუქციის რეგისტრაცია და საჭირო ინფორმაციის ატვირთვა

უშუალო მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება

 

კრიტერიუმები, რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:

უმაღლესი განათლება; ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით ჩაითვლება უპირატესობად;

მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;

ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

Excel მაღალ დონეზე ცოდნა.

მოლაპარაკების წარმოების და დარწმუნების უნარი;

ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი

შედეგზე ორიენტირებულობა;

გადაწყვეტილებების მიღებისა და მყისიერი რეაგირების უნარი;

 

თუ თქვენთვის ეს ვაკანსია საინტერესოა და თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: project15@hr.ge

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა 30 დეკემბერი, 2021.