საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მოლარის პოზიციაზე, თბილისში.

 

სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის თერთმეტ  ქალაქში 15 ფილიალის სახით.

 

კომპანია „ემ ბი სი“ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით,  შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
  • ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
  • ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
  • ფულადი გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება;
  • ვალუტის გაცვლითი ოპერაციების წარმოება;
  • კომუნალური გადახდების განხორციელება;
  • დოკუმენტაციის სწორი და დროული წარმოება;
  • კლიენტების მოზიდვა, მათთვის კონსულტაციების გაწევა და კომპანიის პროდუქტების შეთავაზება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ეკონომიკის/ფინანსების/საბანკო საქმის ან ბიზნესის სფეროში სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • საბანკო კომპიუტერული პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობა
  • გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული;
  • კლიენტების თავაზიანად მომსახურების უნარი.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის  10 იანვარი 17:00 საათი. კანდიდატებს დავუკავშირდებით ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.

 

გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალ"-ს (შემდგომ მოხსენიებული როგორც - „მისო“), ს/კ 404967078 (იურ.მის.: საქართველო, თბილისი,  ქეთევან დედოფლის გამზირი, N68, სართული N1, საოფისე ფართი N2), რომ მიიღოს და დაამუშავოს ჩემს მიერ მიწოდებული  ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია ( ჩემისაიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია), ასევე მიიღოს და დაამუშავოს ჩემს მიერ მიწოდებული, ჩემს ნასამართლობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები;  მე ვაცნობიერებ, რომ ხსენებული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე ,  გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.  ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ,  სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად. მე ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია, მოვითხოვო დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩემს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე მისოსგან შემდეგ ელ ფოსტის მისამართზე მიმართვით: Vacancy@mbc.com.ge . ასევე, მაქვს უფლება, მოვითხოვო, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა,  წაშლა, განადგურება, პროცესის შეზღუდვა, დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების გადატანა. აქვე, მე ვადასტურებ, რომ ის მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც წარვადგენ,  არის სწორი და უტყუარი.