საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში, სათავო ოფისში.

 

სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის თერთმეტ  ქალაქში 15 ფილიალის სახით.

 

კომპანია „ემ ბი სი“ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით,  შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მისოს მომხმარებელთან ტელეფონით დაკავშირება და კომპანიაში მიმდინარე სიახლეების, აქციების და ახალი პროდუქტების გაცნობა/შეთავაზება;
  • პოტენციურ კლიენტებთან გამავალი ზარების განხორციელება პროდუქტების შეთავაზებისა და გაყიდვების მიზნით;
  • გაყიდვების ხელშეწყობა და მისოს პროდუქტების ეფექტურად წარმოჩენა, მომხმარებელთა დაინტერესების გაზრდა;
  • გაყიდვების პროცესის მონიტორინგი და მომხმარებლის შეპირების გადამოწმება;
  • პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა და მართვა;
  • ინფორმაციის სწორად დაფიქსირება, კლასიფიკაცია და დროული რეაგირება;
  • კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის ცოდნა;
  •  პროდუქტებსა და პროცედურებზე უტყუარი ინფორმაციის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში, სწორად გადამისამართება;
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტის შესაბამისად;
  • საჭიროების შემთხვევაში მისოს ცხელ ხაზზე, ჩატში, ელ-ფოსტასა და Facebook გვერდზე შემოსულ კითხვებზე დროული პასუხი;
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა და რთულ მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება;
  • მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, გაყიდვების პროცესის გაუმჯობესებაზე წინადადების წარდგენა;
  • განვითარების მიზნით დაგეგმილ ტრენინგებსა და სემინარებზე დასწრება;
  • ინდივიდუალური და გუნდური მიზნების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება/ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • MS office პროგრამების ცოდნა;

 

უნარ - ჩვევები:

  • გამართული წერისა და მეტყველების, კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • ეფექტიანი გაყიდვების უნარი;
  • კლიენტების დარწმუნების და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
  • მჭიდრო გრაფიკის პირობებში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გაწონასწორებული, დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

დასაქმება განიხილება როგორც სრულ, ასევე არასრულ განაკვეთზე;

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 20 იანვარი 17:00 საათი. კანდიდატებს დავუკავშირდებით ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.

 

გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალ"-ს (შემდგომ მოხსენიებული როგორც - „მისო“), ს/კ 404967078 (იურ.მის.: საქართველო, თბილისი,  ქეთევან დედოფლის გამზირი, N68, სართული N1, საოფისე ფართი N2), რომ მიიღოს და დაამუშავოს ჩემს მიერ მიწოდებული  ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია ( ჩემისაიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია), ასევე მიიღოს და დაამუშავოს ჩემს მიერ მიწოდებული, ჩემს ნასამართლობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები;  მე ვაცნობიერებ, რომ ხსენებული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე ,  გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.  ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ,  სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად. მე ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია, მოვითხოვო დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩემს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე მისოსგან შემდეგ ელ ფოსტის მისამართზე მიმართვით: Vacancy@mbc.com.ge . ასევე, მაქვს უფლება, მოვითხოვო, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა,  წაშლა, განადგურება, პროცესის შეზღუდვა, დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების გადატანა. აქვე, მე ვადასტურებ, რომ ის მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც წარვადგენ,  არის სწორი და უტყუარი.