საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამდებობის დასახელება     მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

 

პოზიციის დასახელება             საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

 

კონკურსის ტიპი                        ღია კონკურსი

 

ორგანიზაცია                             საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

ორგანიზაციის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა).

 

განცხადების ბოლო ვადა              15.12.2021

 

თანამდებობრივი სარგო:              1400 ლარი

 

ადგილების რაოდენობა                 1

 

სამსახურის ადგილმდებარეობა       თბილისი

 

სამუშაოს ტიპი                                 სრული განაკვეთი

 

გამოსაცდელი ვადა                          12 თვე

 

ფუნქციები

• საექსტრადიციო ბრძანებების პროექტების მომზადება და ექსტრადიციის პროცედურების დაგეგმვა/განხორციელება;

• სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულთა გადაცემის/გადმოცემის მიზნით შესაბამისი დასკვნების და ბრძანებების პროექტების მომზადება და გადაცემის/გადმოცემის პროცედურების დაგეგმვა/განხორციელება;

• პარტნიორ უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო აქტორებთან თანამშრომლობა;

• საერთაშორისო ღონისძიებებსა თუ უწყებათაშორის შეხვედრებში მონაწილეობა და სამინისტროს პოზიციის წარდგენა;

• საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის თემატური ანგარიშების/საინფორმაციო დოკუმენტების პროექტების მომზადება;

• ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისათვის სამინისტროს წარმომადგენლობის შინაარსობრივი მხარის მომზადება/დამუშავება.

 

მოთხოვნები

მინიმალური განათლება

ბაკალავრი

სამუშაო გამოცდილება    1 წელი

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/68137?active=1