საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თიბისი ბანკის IT ოპერაციების მართვის განყოფილებაში, კერძოდ კი - თანამედროვე სამუშაო სივრცის ჯგუფში ვეძებთ სტაჟიორს.

 

თანამედროვე სამუშაო სივრცის ჯგუფის მისიაა თიბისი ბანკში შექმნას თანამედროვე ციფრული სამუშაო სივრცე, რომელშიც თითოეული ინსტრუმენტი ქმნის ერთიან სამუშაო გარემოს და უზრუნველყოფს თანამშრომელთა მაღალ პროდუქტიულობასა და მობილურობას.

 

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და ინოვაციურ პროექტებზე.

 

გუნდის მიზნებია:

  •  გაანალიზოს თანამშრომლის საჭიროებები სამუშაო კოლაბორაციის სერვისების გარშემო და დაგეგმოს მისი დანერგვა/ინტეგრაცია;
  •  უზრუნველყოს თანამედროვე კოლაბორაციის ხელსაწყოების გამართულობა, გააცნოს ახალი შესაძლებლობები თანამშრომლებს, იზრუნოს კორპორატიული კომუნიკაციის ოპტიმიზაციაზე;
  •  საკომუნიკაციო პლატფორმების/სერვისების სტანდარტიზება და ცენტრალიზებული მართვის უზრუნველყოფა

 

ვის ვეძებთ:

  •  თუ ხარ IT მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  •  ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
  •  თუ გაქვს დამოუკიდებულად მუშაობის უნარი;
  •  თუ ხარ დეტალებზე ორიენტირებული;
  •  არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
  •  სწრაფად ითვისებ სიახლეებს;

 

რას გააკეთებ?

  •  დროულად შეასრულებ უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებულ დავალებებს;
  •  მონაწილეობას მიიღებ ტექნიკური ამოცანების შესრულებაში;
  •  იმუშავებ ინსტრუქციებთან, სკრიპტებთან, ცხრილებთან;
  •  ჩაერთვები გუნდის მიმდინარე სხვა დავალებების შესრულებაში.

 

სასურველია რომ გქონდეს:

  •  ინსტრუქციებთან მუშაობის გამოცდილება;
  •  Microsoft-ის პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

 

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: techvacancy@tbcbank.com.ge subject-ში აუცილებლად მიუთითე სტაჟირება.