საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,ინექსფონი“ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. დღეისათვის ,,ინექსფონის“ გუნდი თავის მომხმარებლებს სთავაზობს: სატელეფონო მომსახურებას, რომელიც მოიცავს როგორც საოფისე ატეესის მოწყობას, ასევე - აბონენტებისთვის მობილური აპლიკაციის გაწერას, ქსელის ადმინისტრირებას, Smart ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას და ყოველთვიურ IT მომსახურებას.

 

კომპანია „inexPHONE”-ის ერთ-ერთ მიმართულებას, იურიდიული პირებისთვის მათი საკონტაქტო ცენტრის დისტანციური მომსახურების უზრუნველყოფა წარმოადგენს. რაც გულისხმობს, დამკვეთის ყველა საკომუნიკაციო საშუალების (ცხელი ხაზი, ელექტრონული ფოსტა, სოციალური მედია და ა.შ) ე.წ. Outsource მომსახურებაზე გატანასა და „inexPHONE”- ის მხრიდან მათ ხარისხიან მხარდაჭერას.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი N118, საგამოფენო ცენტრ - ექსპო ჯორჯიას პირველი პავილიონი

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

• ცხელი ხაზზე შემოსულ ზარებზე დროული რეაგირება; საკითხის იდენტიფიცირება და მომხმარებლისთვის შესაბამისი დახმარების გაწევა;

• კომპანიის ონლაინ საკომუნიკაციო არხების საშუალებით მომხმარებლებთან კომუნიკაცია;

• საჭიროების შემთხვევაში, საკითხის შესაბამისად, მიღებული ზარის კონკრეტულ დეპარტამენტთან გადამისამართება;

• კომპანიის შიდა საკომუნიკაციო პლატფორმებში პრობლემური საკითხების დაფიქსირება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარები:

• გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

• დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;

• დროის სწორი მენეჯმენტის უნარი;

• პუნქტუალობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

სასურველია:

• რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

 

შერჩევის ეტაპები:

• გასაუბრება;

• ტრენინგი (ტრენინგის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი).

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@inexphone.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. „inexPHONE“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის. გისურვებთ წარმატებას!