საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოზიციის დასახელება: მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის
რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორი
კონკურსის ტიპი" გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია: სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
კატეგორია: იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა 05.12.2021
თანამდებობრივი სარგო: 1000 ლარი
ადგილების რაოდენობა: 20
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი : ვადა 6 თვე
ფუნქციები
• „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული
სუბიექტების რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ, წარმოდგენილი
დოკუმენტაციის განხილვისა და გამოკვლევის საფუძველზე, მონაცემთა აღრიცხვა მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებით;
• შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე
გირავნობის უფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის,
მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ, წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და გამოკვლევის
საფუძველზე, მონაცემთა აღრიცხვა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
რეესტრში, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებით;
• ელექტრონულ ბაზებში მონაცემთა ასახვასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოება, მონაცემთა ასახვის
პროცესში მათი სიზუსტის შემოწმება და ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში მონაცემების გასწორების/განახლების
სამუშაოების განხორციელება;
• რეგისტრირებული მონაცემების შესახებ ინფორმაციის (გარდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა)
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
• სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული, ეკონომიკური საქმიანობის სახეების
განმსაზღვრელი საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით გათვალისწინებულ საქმიანობათა შესახებ
მონაცემების, მათი ცვლილებისა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მათი შეწყვეტის, აგრეთვე
ეკონომიკური საქმიანობის ადგილის (მისამართის) შესახებ მონაცემთა აღრიცხვა ეკონომიკურ საქმიანობათა
რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით;
• „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 177 (მე-16 პრიმა) და 177 (მე-17 პრიმა) მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელებთან
დაკავშირებული ქმედებების განხორციელება.
მოთხოვნები
მინიმალური განათლება უმაღლესი განათლება
პროფესია იურისტი
საკონკურსო თემატიკა
• საქართველოს კონსტიტუცია;
• საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
• საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (ზოგადი ნაწილი (პირები, გარიგებანი), ვალდებულებითი სამართალი);
• საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ (კანონის მიღების თარიღი - 02/08/2021წ.);
• საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ (კანონის მიღების თარიღი - 28/10/1994წ.);
• საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
• საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (02/08/2021 წელს განხორციელებული
ცვლილება);
• საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანება „საჯარო რეესტრის შესახებ"
ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
• საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის −509 დადგენილება „საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და
მომსახურების ვადების" დამტკიცების შესახებ;
• საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის −134 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის
_ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონკურსო კომისიის მისამართი ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N22
საკონტაქტო ტელეფონები 2 91 18 68 (7068; 7753); 591 882 702; 598 787 220.
დამატებითი მოთხოვნები
• სასურველია ინგლისური ენის ფლობა (B2 დონე);
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
• სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა.
კომპეტენციები და უნარები:
• გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა მიდგომების გამოყენება;
• შედეგზე ორიენტაცია;
• სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
• სტრესის ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;
• დამოუკიდებლად მუშაობა.
დამატებითი ინფორმაცია
• გამარტივებული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.
• კონკურსში მონაწილე პირებმა უნდა წარმოადგინონ უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის ელექტრონული ასლი (უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის
არსებობის შემთხვევაში, ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი) და შეავსონ სამოტივაციო წერილის
ველი.
• აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი)
საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა.
• კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა
იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ მოთხოვნებს.
• მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის
განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური
მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად,
დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
• გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების
დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს
ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა - 5).
• შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
• კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ hr.gov.ge-ზე, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა
და გააკეთოთ განაცხადი ვაკანსიაზე.
• საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს:
www.napr.gov.ge.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hr@napr.gov.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კანდიდატთა მიერ განაცხადების წარმოდგენის ვადის
დასრულებიდან 3 თვის ვადაში ქულათა სისტემით.
კონკურსის ეტაპები
განცხადების გადარჩევა
გასაუბრება