თუ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება, ხართ ენერგიული და მოტივირებული სტუდენტი, გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება საფინანსო სფეროში, განივითაროთ ბიზნესისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, იმუშაოთ სასიამოვნო გარემოში და მიიღოთ კარიერული წინსვლისა და განვითარების საუკეთესო შანსი.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევში, განიხილება კომპანიაში დასაქმება.
- ანაზღაურება 300 ლარი (ხელზე ასაღები)
- ადგილმდებარეობა : ქ. თბილისი, საბურთალო
- სამუშაო განრიგი: 10:00 – 18:00
ძირითადი მოვალეობები:
- სასესხო პორტფელის რეპორტების მომზადება და ანალიზი;
- სესხების პროგრამული გადანაწილება;
- სხვადასხვა სახის პროგრამული გატარებების განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მუშაობის გამოცდილება არ არის აუცილებელი ;
- საოფისე პროგრამების ( world; excel) ცოდნა;
დამატებითი უნარები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge;
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ „სტაჟირება / ბექ-ოფისი“
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 2021 წლის 01 დეკემბერი.
კომპანიაში მკაცრად დაცულია COVID 19-ის გავრცელების პრევენციული ზომები.
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!