რე|ბანკი (პაშა ბანკის ქვე-ბრენდი) დაინტერესებულ და კვალიფიციურ პირებს სთავაზობს დასაქმებას დისტანციური გაყიდვების ოფიცერის ვაკანტურ პოზიციაზე კონტაქტ ცენტრში.
რე|ბანკი (პაშა ბანკის ქვე-ბრენდი) დაინტერესებულ და კვალიფიციურ პირებს სთავაზობს დასაქმებას დისტანციური გაყიდვების ოფიცერის ვაკანტურ პოზიციაზე კონტაქტ ცენტრში.
ფუნქცია-მოვალეობები:
საბანკო ბარათებისა ან/და სხვა დოკუმენტაციების დროულად და ეფექტურად მიწოდება არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის;
არსებული სტანდარტების გამოყენებით, მომხმარებელთა იდენტიფიცირებისა და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
ყოველდღიური ფაილინგის წარმოება;
კლიენტზე გადაცემული საბანკო პროდუქტის / მომსახურების ზუსტი აღრიცხვა;
მომხმარებლებთან ხარისხიანი მომსახურების, კონსულტაციისა და მოლაპარაკებების გზით ხანგძლივი ურთიერთობის შენარჩუნება.
მოთხოვნილი კვალიფიკაცია:
სასურველია ბაკალავრის ხარისხი;
სასურველია გაყიდვების სფეროში ან/და მოპედის მძღოლად მუშაობის გამოცდილება;
ქართულ ენაზე გამართულად წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
სავალდებულოა მოპედის მართვის გამოცდილება;
A1, A კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
მოპედის უსაფრთხოდ მართვის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
მომხმარებელთა მომსახურების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პრობლემების გადაჭრის უნარი;
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
მოქნილობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი არა უგვიანეს 2020 წლის 10 თებერვლისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან