სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ქოლ ცენტრის დღის ოპერატორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი სამედიცინო განათლება; (სამკურნალო ან პედიატრიული ფაკულტეტი)
• სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
• სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
• საინფორმაციო სატელეფონო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
• დაზღვეულთა სატელეფონო მომსახურება კონტრაქტის პირობების შესაბამისად;
• დაზღვეულთა ბაზაში მომხმარებლის იდენტიფიცირება და მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სრულყოფილად ასახვა პროგრამულ უზრუნველყოფაში;
• მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიწოდება.
პიროვნული მახასიათებლები
• კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
• ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
• მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
• კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და არაკონფლიქტურობა;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
• პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: career@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – ქოლ ცენტრის დღის ოპერატორი - ლათინური შრიფტით. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. განაცხადები მიიღება 2020 წლის 06 თებერვლამდე.