სს „თიბისი ლიზინგი“ უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სს „თიბისი ბანკის“ მიერ. კომპანია დღეისათვის ლიდერია ლიზინგის ბაზარზე 70%-იანი წილით. ჩვენი კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე: ახალი და მეორადი ავტომობილების დაფინანსება - როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი.
სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანიას დეველოპერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი, 10:30 – 18:30)
ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
- თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე;
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალის შემუშვებაში მონაწილეობის მიღება
- ტექნიკური დავალების მიხედვით პროგრამული უზრუნველყოფის იმპლიმენტაცია
- Unit Test- ების შექმნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- პროგრამისტის პოზიციაზე მუშობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- Java პროგრამირების ენის ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური და პროფესიული ტერმინოლოგიის დონეზე ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- კომუნიკაბელურობა
- ამოცანის სწორად / გასაგებად გადმოცემის უნარი ( ვერბალურად და წერილობით )
- პასუხისმგებლობის მაღალიგრძნობა
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე - vacancy@tbcleasing.ge
გთხოვთ, სათაურის ველში, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.