საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 01/02/2025 - 30/09/2021

აქ.ახლა თიბისის რისკების აკადემია იწყება

 

შენ გაქვს შესაძლებლობა შემოუერთდე თიბისის რისკების აკადემიას, გაიღრმავო ანალიტიკური უნარები და ცოდნა რისკების მიმართულებით. რისკების აკადემია ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას ეფუძნება. პროგრამას გაუძღვებიან სპეციალურად შერჩეული სფეროს პროფესიონალი მენტორები - თიბისის თანამშრომლები (ლაშა დაუშვილი, დავით ნამთალაშვილი, ვასილ ვერულაშვული, ნათია პაჭიკაშვილი, ელენე რამიშვილი, კატო ჯაფარიძე) და მოწვეული ლექტორი (გიორგი დათუკიშვილი).

 

რას დაფარავს პროგრამა

  • მონაცემების მოძიება და დამუშავება SQL-ით
  • მონაცემების ვიზუალიზაცია Power BI-ში
  • მონაცემთა მეცნიერება (სტატისტიკა და რეგრესიები)
  • შეხვედრები განყოფილების უფროსებთან

 

ვის ვეძებთ

თუ შენ:

·ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული

·სწავლობ ტექნიკური მიმართულებით (ფინანსები, მათემატიკა, ეკონომიკა, ა.შ.)

·გაქვს სურვილი შეიძინო პრაქტიკული გამოცდილება საფინანსო სექტორში

·ხარ მოტივირებული და შრომისმოყვარე, და ფიქრობ რომ შეძლებ საკმარისი დრო დაუთმო სწავლებას

·გსურს განავითარო და გაიუმჯობესო ანალიტიკური უნარები

·გაინტერესბეს ჩვენს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის, რისკების მართვის პროფესიას დაეუფლო და ჩაერთო რეალური სამუშაო ამოცანების ამოხსნაში საბანკო რისკების მიმართულებით

 

რეგისტრაცია შესაძლებელია თიბისი აკადემიის ვებ-გვერდზე:

 

https://www.tbcacademy.ge/risks-academy

 

ხშირად დასმული შეკითხვები:

 

გაიცემა თუ არა სერთიფიკატი პროგრამის დასრულების შემდეგ?

დიახ. თუ პროგრამას წარმათებით დაასრულებთ, თქვენ მიიღებთ თიბისის რისკების აკადემიის სერთიფიკატს.

 

რა ღირს რისკების აკადემია და ვინ მიიღებს დაფინანსებას?

თიბისის რისკების აკადემიაში მოხვედრილი ყველა სტუდენტი მიიღებს 100%-იან დაფინანსებას

 

რას მივიღებ პროგრამის წარმატებით დასრულებით?

  • გაიღრმავებთ ცოდნას სტატისტიკის მიმართულებით
  • შეძლებთ გამოითხოვოთ, დაამუშაოთ, და ვიზუალიზაციად აქციოთ მონაცემები SQL, Excel, და Power BI-ის დახმარებით
  • გეცოდინებათ რისკების მიმართულებების საქმიანობა
  • გაეცნობით კონკრეტულ მაგალითებს, რომლებიც რისკების თანამშრომლების დღის რეჟიმშია
  • შეძლებთ ააგოდ და ინტერპრეტაცია გაუკეთოთ სხვა-და-სხვა სტატისტიკურ მოდელებს

 

რამდენ ხანგრძლივობის იქნება პროგრამა?

პროგრამა გაგრძელდება დაახლოებით 3 თვე, 25 ოქტომბრიდან - 11 იანვრამდე

 

რამდენი სტუდენტი მიიღება რისკების აკადემიაში?

პროგრამის ფარგლებში მივიღებთ არაუმეტეს 20 სტუდენტს.

 

რა რეჟიმში ჩატარდება ლექციები?

ლექციები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში "Zoom"-ში. თითოეული კურსის დასრულებისას ტესტირება ჩატარდება პიზიკურად თიბისის ფილიალებში.

 

რა შედის ონლაინ ტესტირებაში?

რისკების აკადემია არის საკმაოდ ინტენსიური პროგრამა, ამიტომ მოხვედრილ სტუდენტებს მოეთხოვებათ წინაპირობა რამდენიმე მიმართულებით. იმასთვის, რომ დავადგინოთონ არსებული ცოდნის დონე არის თუ არა საკმარისი რისკების აკადემიის გასავლელად, ონლაინ ტესტირება ჩატარდება შემდეგი მიმართულებებით:

  • ინგლისური
  • უნარჩვევები
  • ექსელი
  • ალბათობა და სტატისტიკა

 

როგორ დაგიკავშირდეთ დამატებითი ინფორმაციისთვის?

გთხოვთ, პირველ რიგში, ყურადღებით გადახედოთ ინფორმაციას  ვებ-გვერდზე, და დაესწროთ საინფორმაცი შეხვედრას ზუმით. თუ მაინც გექნებათ დამატებითი შეკითხვები, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: inforiskacademy@tbcbank.com.ge