საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს ,,ტერაბანკი" საკრედიტო მიმართულებით აცხადებს მიღებას Next Generation პროგრამაზე, რომლის მიზანია საბანკო სექტორით დაინტერესებულმა მოტივირებულმა კანდიდატებმა მიიღონ თეორიული, პრაქტიკული ცოდნა და  ბანკში დასაქმების შესაძლებლობა.

 

სამუშაო გარემო და პირობები

  • სასიამოვნო და მეგობრული სამუშო გარემო
  • საუკეთესო შესაძლებლობა ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად
  • სიღრმისეული თეორიული მომზადება ბანკის პროფესიონალი ტრენერების მიერ და პრაქტიკული სტაჟირება მენტორების ზედამხედველობის ქვეშ
  • ანაზღაურება პრაქტიკული სტაჟირების პერიოდში
  • დასაქმება სწავლების თეორიული და პრაქტიკული კურსის წარმატებით გავლის შემდგომ
  • კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და გახდეთ ბანკის სრულფასოვანი წევრი
  • ბანკის შემეცნებით თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობა

 

უმცროსი ბიზნესის ბანკირის ძირითადი მოვალეობები:

  • პოზიციის მიზანია ბიზნეს სეგმენტის მომხმარებლის მოზიდვა და  მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა
  • კლიენტების, რომლებსაც ბიზნესიდან აქვთ შემოსავალი,  სასესხო განაცხადის მიღება, პროექტის მომზადება და სესხის გაცემის უზრუნველყოფა
  • საკუთარი საკრედიტო  პორთფელის მართვა

 

მსურველებს გთხოვთ, 23 სექტემბრის 17:00 სთ ჩათვლით CV გამოაგზავნოთ მისამართზე: HR@terabank.ge

 

უნივერსალური ბანკირის ძირითადი მოვალეობები

  • პოზიციის მიზანია მომხმარებლებისთვის საკრედიტო და საოპერაციო კუთხით მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა
  • ფიზიკური პირების საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელის მოზიდვა და მართვა
  • ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის მიმდინარე, უნივერსალური საბარათე და სადეპოზიტო ანგარიშის გახსნა, ბარათის შეკვეთის უზრუნველყოფა და სხვა

 

მსურველებს გთხოვთ, 23 სექტემბრის 17:00 სთ ჩათვლით CV გამოაგზავნოთ მისამართზე: career@terabank.ge

 

გთხოვთ, CV გამოგზავნის დროს აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.