საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 01/02/2025 - 10/10/2021

პაშა ბანკი თავისი საცალო მიმართულების ბრენდი რე|ბანკისთვის ეძებს
გუნდის ახალ, მოტივირებულ წევრს.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (არაუმეტეს 40 სამუშაო საათისა)
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
დეპარტამენტი: გაყიდვების დეპარტამენტი
პოზიცია: გაყიდვების ოფიცერი

გუნდი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული აქტივია. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბანკის
წარმატება თანამშრომლების ზრდისა და განვითარების პირდაპირ პროპორციულია. ჩვენ ერთად
ვქმნით ჯანსაღ სამუშაო გარემოს, სადაც ვაზიარებთ ცოდნას და ჩვენს ძლიერ მხარეებს საერთო
მიზნების მისაღწევად ვიყენებთ.
ჩვენ ვამაყობთ, რომ შევქმენით საერთო ურთიერთპატივისცემის, გამჭვირვალე ურთიერთობებისა
და თანამშრომლობის კულტურა. გვსურს დავრწმუნდეთ, რომ თითოეულ თანამშრომელს აქვს
ჯანსაღი სამუშაო გარემო, არჩევანის თავისუფლება და პროფესიული განვითარების
შესაძლებლობა.
ეს შენი შანსია, გახდე ჩვენი გუნდის წევრი, თუ:
 ხარ ინოვაციური, შედეგზე ორიენტირებული, გსურს იყო განსაკუთრებული გუნდის
წევრი და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის
 ხარ განვითარებაზე ორიენტირებული, თავს კომფორტულად გრძნობ სწრაფად მზარდ,
გამოწვევებით სავსე და მრავალფეროვან გარემოში
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
 არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საბანკო პროდუქტებისა და
სერვისების გაცნობა
 საბანკო პროდუქტებისა და სერვისების აქტიური გაყიდვების წარმოება (სესხები, საბანკო
ბარათები) ბანკის მიერ განსაზღვრულ გაყიდვების წერტილებში
 ყოველდღიურად დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა, ფაილინგის წარმოება
 ბანკის მიერ დაგეგმილ მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებში მონაწილეობის
მიღება
 მომხმარებლებთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება მაღალი
ხარისხის სერვისის მიწოდების გზით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება
 სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
 ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება
უპირატესობად
 MS Office პროგრამების ცოდნა

საჭირო უნარ-ჩვევები:
 ეფექტური კომუნიკაციისა და მომხმარებელთა მომსახურების უნარები
 სმენითი, წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარები
 ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
 მომხმარებლებთან კარგი სამუშაო ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარი
 დროის მართვის უნარი
 პრობლემის გადაჭრის უნარი
 ჯვარედინი გაყიდვების უნარი
 დეტალებზე ორიენტირებულობა
 მოლაპარაკებების წარმოების უნარი
 ინიციატივის გამოჩენის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე:
career@pashabank.ge ხოლო, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „გაყიდვების
ოფიცერი- თბილისი“.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.