ადმინისტრაციული მენეჯერი, სამეთვალყურეო საბჭოს მხარდაჭერის განყოფილება
ვის ვეძებთ?
ადმინისტრაციულ მენეჯერს სამეთვალყურეო საბჭოს მხარდაჭერის განყოფილებაში
რომელიც არის ენერგიული, პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და
შედეგებზე ორიენტირებული;
ვისაც შეუძლია გუნდური მუშაობა და მოქნილია ცვლილებების მიმართ;
ვისაც აქვს ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და
ბაკალავრის ხარისხი (ან/და არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
მნიშნველოვანია რომ:
გქონდეს მოგზაურობის დაგეგმვის (ავია ბილეთები, სასტუმროს ჯავშნები,
ჯგუფის მოგზაურობის ლოჯისტიკა, სავიზო საკითხები) გამოცდილება
(სასურველია მინიმუმ 2 წლის);
თავისუფლად ფლობდე ინგლისურ და სასურველია რუსულ ენებს;
შეგეძლოს დაამყარო ეფექტური კომუნიკაცია თანამშრომლებთან და ბანკის
პარტნიორებთან;
გქონდეს ბაკალავრის ხარისხი ან იყო დამამთავრებელ კურსზე თავისუფალი
აკადემიური გრაფიკით.
რას გააკეთებ?
მივლინებების დაგეგმვა და ლოჯისტიკური მხარდაჭერა;
ადმინისტრაციული მხარდაჭერა (სავიზო და ნოტარიული მხარდაჭერა, საერთო
მივლინებები);
განყოფილების ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი, ხარჯების ოპტიმიზაცია;
ბანკის პარტნიორებთან თანამშრომლობა;
და ყოველდღიური ლოჯისტიკა.
როგორ დაგვიკავშირდე?
გამოგვიგზავნე CV მეილზე: keti.khukhunashvili@tbcbank.com.ge და სათაურში
აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
*რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს
ვუკავშირდებით.