თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში რეგისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1
ანაზღაურება: 500 ლარი („კოვიდ კლინიკის“ სტატუსის პერიოდში - 700 ლარი)
სამუშაო განრიგი: 24 საათიანი მორიგეობა (ყოველ მეოთხე დღეს)
ძირითადი ფუნქციები:
- გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსული პაციენტის რეგისტრაცია;
- პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
- პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
- მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;
- სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- უმაღლესი სამედიცინო განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლება მენეჯმენტის მიმართულებით; განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.
- აუცილებელია ER - ში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა;
- პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- პასუხისმგებლობა;
- კონფიდენციალობა.
- ენები:
- ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი;
- ინგლისური (B1)
- რუსული
- კომპიუტერული პროგრამები:
- კომპიუტერული საოფისე პროგრამები
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 10 ივლისი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის (“subject”) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ER რეგისტრატორი“).
გისურვებთ წარმატებას!
*** მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.