“ეფეს საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა. Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის. “ეფეს საქართველო“ უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.
“ეფეს საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
პოზიცია: ფინანსური სპეციალისტი (ბიუჯეტირების და რეპორტინგის მიმართულებით)
სამუშაო ადგილი: თბილისი (ბ.კვერნაძის #10) და სოფ. ნატახტარი
სამუშაო გრაფიკი: ორშ. - პარ., 9:00 - 18:00 საათი.
თანამშრომელს ასევე ვთავაზობთ ბენეფიტების პაკეტს:
- ტრანსპორტირება თბილისიდან ნატახტარში და უკან;
- ჯანმრთელობის დაზღვევა (100%);
- ლანჩი;
- სასაჩუქრე პროდუქცია ყოველი თვის ბოლოს.
ძირითადი მოვალეობები:
• ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში მონაწილეობა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად;
• მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების მომზადებაში მონაწილეობა;
• კრედიტორებისა და დებიტორების შეთანხმების პროცედურებში ჩართულობა;
• ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური სისტემების დახურვის პროცესში მონაწილეობა;
• სამუშაო კაპიტალის შესახებ რეპორტების მომზადება (მარაგები, მოთხოვნები,ვალდებულებები);
• საბუღალტრო სისტემაში საბუღალტრო ჩანაწერების სიზუსტისა და სისრულის კონტროლი;
• ინფორმაციის წარდგენა შიდა და გარე აუდიტებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• სამუშაო გამოცდილება - სასურველია 2 წელი მსგავს პოზიციაზე;
• უმაღლესი განათლება; • ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B1 დონე);
• ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 25 ნოემბერი.