საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ევექსის ჰოსპიტლები“ აცხადებს შრომის ანაზღაურების სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში
„ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში
სტაჟირების ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სტაჟირების გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
 შრომით ანაზღაურებში ცვლილებების შემთხვევაში მათი გათვალისწინების უზრუნველყოფა შესაბამისი
კალკულაციის პროგრამებში;
 ქსელის მასშტაბით ანაზღაურების, სახელფასო ცნობების, განაცემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი
პირებისთვის;
 უშუალო ჩართულობა და მითითებების უზრუნველყოფა კლინიკებისთვის აღნიშნულ საკითხზე;
 რეალური კალკულაციების კონტროლი სახელფასო სქემასთან შესაბამისობაზე და შესაბამისი პრობლემების
მოგვარება მათი არსებობის შემთხვევაში;
 სახელფასო სქემაში არსებული ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და მენეჯმენტისათვის
წარდგენა;
 რეპორტების მომზადება აღნიშნულ საკითხებზე;
 საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსების განხრით);
 სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე ან მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 1 წლისა;
 პრიორიტეტულია დიდი მოცულობის ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
 პრიორიტეტულია MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
 სავალდებულოა ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
 პრიორიტეტულია ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
 ანალიტიკური აზროვნების უნარი;
 პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
 დეტალებზე ორიენტირებულობა;
 სამუშაო დროის მართვის უნარი;
 გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
 ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 ივნისი, 2021
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
https://evexhospitals.ge/ka/vacancy/shromis-anazgaurebis-specialisti/596
„ევექსის ჰოსპიტლები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.