პრაქტიკული სასწავლო პროგრამა მოიცავს IT მიმართულების (ინფორმატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები) სტუდენტებისთვის სამ თვიან სწავლებას სქაიჰაის IT ოპერაციების დეპარტამენტში.
სწავლების პროცესში სტუდენტი:
რეალურ სამუშაო გარემოში ჩაერთვება ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა:
- Cloud Applications support (Google drive, Onedrive etc.)
- Microsoft office 365 (e-mail services)
- Computer and Desktop Systems issues
- Operation Systems issues (Windows,MacOS,Linux)
- Voip Technologies support და ა.შ.
- განივითარებს ტელეფონით, ლაივ ჩატით, კორპორაციული მეილით და უშუალოდ მომხმარებელთან პირისპირ კომუნიკაციის უნარს;
- შექმნის ცოდნის დონეს, რომელიც გამოადგება აიტი კარიერის წარმატებით გასაგრძელებლად.
სქაიჰაი არის IT აუთსორსინგისა და IT კონსალტინგის კომპანია, რომელიც წარმატებით ახორციელებს ამ პროექტს უკვე ორი წელია. პროექტის ფარგლებში, საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, ოთხი მიღების 25 შერჩეულმა სტუდენტმა წარმატებით გაიარა პროგრამა და დასაქმდა აიტი სფეროში მოთხოვნად პოზიციებზე.
უფრო ვრცლად პროექტის შესახებ იხილეთ: https://bit.ly/3eZT0kr
უფრო ვრცლად ჩვენ შესახებ იხილეთ: https://www.facebook.com/SkyHiLLC
3 თვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ:
- ყველაზე წარმატებულ სტუდენტს, სქაიჰაი დაუფინანსებს Microsoft- ის ავტორიზებულ გამოცდას,
- განიხილება ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივა,
- ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.
*აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა - 20 ივნისი;
*გასაუბრებები დაიწყება აპლიკაციების მიღების პარალელურად;
*სწავლების გრაფიკი შეთავსებადია უნივერსიტეტთან;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ ბმული: https://forms.office.com/r/ui0ppnX62d
ჩვენი გუნდის სახელით გისურვებთ წარმატებებს!