საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 02/06/2021 - 10/06/2021

Bizon.ge წარმოადგენს საიტს, სადაც მომხმარებელს შეუძლია გასაყიდად ან
გასაქირავებლად განათავსოს სხვადასხვა ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, სამრეწველო
ქარხნები, სამედიცინო აპარატურა და სხვა ძირითადი საშუალებები, ვებგვერდის სხვა
ვიზიტორებს კი შეუძლიათ მარტივად მოძიონ და შეისყიდონ სასურველი აქტივი და
მოიპოვონ დაფინანსება.


2019 წლის მაისში, ბიზონი გახდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს - GITA- თანადაფინანსების გრანტების
პროგრამის მესამე ნაკადის გამარჯვებული და 100,000 ლარიანი გრანტის მფლობელი.
სტარტაპმა 2019 წლის აგვისტოში ასევე მოიზიდა კერძო ინვესტიცია.

 

შპს „ბიზონი“ ეძებს სტაჟიორებს გაყიდვების და კონტენტის მენეჯერის პოზიციაზე;

  •  საგამოცდო პერიოდი 1 თვე-არაანაზღაურებადი
  •  საგამოცდო პერიოდის წარმატების დასრულების შემდეგ-საუკეთესო დასაქმდება
  • ანაზღაურება: ცვლადი (300-500ლ)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
• განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით
(სტუდენტების ჩათვლით)
• მონდომება და გამბედაობა

შესასრულებელი სამუშაო:

  •  ბიზონის პლატფორმის შესაბამისი გაყიდვები: ლიზინგი, დაზღვევა, ტექნიკა და ა.შ.
  •  კონტენტის განთავსება საიტზე: ტექნიკის და სხვადასხვა დანადგარების დასურაღება, პლატფორმაზე განთავსება, კლიენტებთან კომუნიკაცია.

 

ბიზონში მუშაობით დააგროვებთ გამოცდილებას როგორც ციფრული პლატფორმის
მართვაში, ასევე გაიცნობთ საინტერესო პროდუქტებს: ლიზინგს, დაზღვევას. გექნებათ
შეხევა საინტერესო ინდუსტრიების წარმომადგენელ კომპანიებთან. ბიზონის გუნდი
მზადაა გაგიზიაროთ გამოცდილება ყველა ამ მიმართულებით და გაგაცნოთ B2B გარემოს
საინტერესო დეტალები. გელით!


გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მეილზე info@bizon.ge


ვაკანსიის ბოლო ვადაა 10 ივნისი.