საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია ბიდიო აცხადებს ვაკანსიას კლიენტი კომპანიისთვის თურქულენოვანი
ასისტენტის პოზიციაზე

ვაკანსიის დასახელება თურქულენოვანი ასისტენტი
სამუშაო საათები სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი
აღწერა ფუნქცია/მოვალეობები

• ფინანსური დოკუმენტაციის მოწესრიგება, დაარქივება და შესაბამისი
ბაზების შექმნა
• დოკუმენტაციის ინფორმაციის გადამოწმება/დადარება პირველად
წყაროსთან
• სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
მოთხოვნები:
• სავალდებულოა თურქული ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი
კომუნიკაცია),
• ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია),
• MS Office-ის პროგრამების ცოდნა
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
• გუნდურად მუშაობის უნარი
• ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან
შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
ტესტირება
გასაუბრება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე
hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „თურქულენოვანი ასისტენტი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 06.06.2021
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში
ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა
დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს
(დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ
განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული
(გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა
დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის
31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის
არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი
კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის
პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს
კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის
მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ
უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან
სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის
მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ
შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ
განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი

 

ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის
პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი
სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და
სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი
მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური
ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი,
პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული
კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა
შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.