საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.

 

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ინვესტიციების დაგეგმვისა და კაპიტალის ალოკაციის სამსახურში - სპეციალისტის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის #10

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი / 09:00 დან - 18:00 მდე

ანაზღაურება: 2350 ლარი - net

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კაპიტალური დანახარჯების ფინანსური ანალიზი, პროექტების მართვა და ბიუჯეტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS) და საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნალური კომპანიებისთვის კაპიტალური დანახარჯების დაგეგმვის პროცესში ჩართულობა;
  • ფაქტობრივი კაპიტალური დანახარჯების ყოველთვიური ანალიზი, ბიუჯეტთან შესაბამისობის შეფასება და ბიუჯეტიდან გადახრების განმარტება, როგორც საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS), ასევე საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მოთხოვნების შესაბამისად;
  • პროექტების ტექნიკური მახასიათებლებისა და შეფასების საფუძველზე ფინანსური მიზანშეწონილობის განსაზღვრაში ჩართულობა;
  • ჩართულობა ბიუჯეტირების და პროგნოზირების პროცესში;
  • კაპიტალური დანახარჯების შეფასების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებისა და მოდელირების ახალი ინსტრუმენტების დანერგვის პროცესში ჩართულობა;
  • საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის; სარეტინინგო კომპანიებისთვის და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის ტექნიკური და ფინანსური შეფასების (due diligence), მომზადებაში მონაწილეობა; 

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია საერთაშორისო ფონდებთან და ინვესტორებთან მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office, განსაკუთრებით Excel-სა და Power Point-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული