სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აქტივების მართვის მიმართულებით (აქტივების მართვის განყოფილებაში).
მდებარეობა: თბილისი; ჭავჭავაძის გამზ.76მ
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ:
· გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
· პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
· თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.
სტაჟირების მანძილზე თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გამოცდილება მიიღოთ შემდეგი მიმართულებებით:
· აქტივების მოწოდების პროცესის ეფექტიანი დაგეგმვა და მართვა;
· აქტივების თიბისი ლიზინგის სახელზე დროული და სწორი რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
· დასრულებული და გამოსყიდული აქტივების კლიენტის სახელზე რეგისტრაციის პროცესის მართვა;
· ბაზებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა, განახლება და ადმინისტრირება;
· აქტივების მართვასთან დაკავშირებული ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება და წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
· სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
· Microsoft Office პროგრამების ცოდნა საბაზისო-სამომხმარებლო დონეზე.
დამატებითი უნარ-ჩვევები:
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი;
· გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული