საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 30/01/2025 - 13/01/2025

პროგრამა ბალანსი მინი-ERP ტიპის პროგრამული გადაწყვეტილებაა ბიზნესის აღრიცხვისა და მართვისთვის და არის Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი სააღრიცხვო პროგრამა საქართველოში. ბალანსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უზრუნველყოფს საოპერაციო და საბუღალტრო აღრიცხვას ერთიან სისტემაში. პროგრამა დაწერილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამული პლატფორმის - 1C-ის ბაზაზე.

 

ბალანსის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.

 

ვაკანსიის დასახელება  -  ოფის მენეჯერი

ადგილმდებარეობა  -  თბილისი, ინოლა გურგულიას ქუჩა #2

სამუშაო საათები  -   სრული სამუშაო გრაფიკი 09:30 – 18:30, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება 13:00 – 14:00

 

ფუნქცია/მოვალეობები:

  • კომპანიაში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი, პირველადი კონსულტაციის გაწევა და გადამისამართება შესაბამის პირთან
  • ელექტრონულ ფოსტაზე მიღებულ შეტყობინებებზე  დროული რეაგირება/უკუკავშირი
  • შემომავალი და გამავალი ბეჭდური კორესპონდენციის მართვა/ადმინისტრირება
  • ვიზიტორების მიღება
  • თანამშრომლების მხარდაჭერა სხავადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებში (ტაქსის გამოძახება, შეხვედრების ოთახების დაჯავშნა/კონტროლი, მივლინების ორგანიზება და სხვა)
  • ყოველთვიური რეპორტების მომზადება (ტაქსის მგზავრობის ხარჯი, კორესპონდენცია) და შესაბამისი პირისთვის მიწოდება
  • საკანცელარიო მარაგების კონტროლი
  • საჭიროების მიხედვით, სხვა ადმინისტრაციულ და საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება(განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
  • ოფის მენეჯერის ან მსგავს ადმინისტრაციულ პოზიციაზე  მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა, როგორც წერილობით, ისე ზეპირი კომუნიკაცია
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel, MS Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებული
  • პუნქტუალური
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი

 

აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: ოფის მენეჯერი

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  13.02.2025

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის, ისე შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვას.