საქართველოს ბანკი აცხადებს ლიდერატორის რიგით მეცხრე სტუდენტურ პროგრამას!
წელს ლიდერატორი საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის მიღებას აცხადებს 12 პროგრამაზე, რაც ბანკის მასშტაბით 30-მდე სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს. მათ შორისაა: მონაცემთა ინჟინერია, Java დეველოპმენტი, პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე, ფინანსური აუდიტი, ფინანსური რისკების და ხაზინის მართვა, მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკინგი, კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი, ბიზნესის განვითარება, საოპერაციო რისკები და აუდიტი, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა, ტალანტების მოზიდვა და განვითარება, პორტფელური რისკების ანალიტიკა.
ლიდერატორი თქვენი შესაძლებლობაა, იპოვოთ საკუთარ ინტერესებზე და სასწავლო გრაფიკზე მორგებული, ანაზღაურებადი სტუდენტური პროგრამა და მიიღოთ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება.
ლიდერატორის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება და განაცხადის გამოგზავნა შეგიძლიათ აქ - Leaderator.bog.ge
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 10 თებერვალი.