საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სტაჟირების კონკურსს პროექტების მართვის ოფისში


დეპარტამენტი: პროექტების მართვის ოფისი

პოზიცია: სტაჟიორი

შესარჩევი სტაჟიორის რაოდენობა: 2

ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი (დარიცხული)

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე


პროექტების მართვის ოფისის მიზანი:
პროექტების მართვის ოფისის ამოცანაა ეროვნული ბანკის პროექტების მართვის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება, მათი განხორციელების შედეგად მიღებული სარგებელის ოპტიმიზაცია პროექტების მართვის პროცესის სტანდარტიზაციისა და თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენების საშუალებით.

 

სტაჟირების შესახებ: პროექტების მართვის ოფისში სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით.


სტაჟიორი პროექტის მენეჯერთან კოორდინაციით ჩართული იქნება შემდეგ პროცესებში:

  • პროექტების დაგეგმვა;
  • პროექტის განხორციელება;
  • პროექტში მონაწილე მხარეებთან კოორდინაცია;
  • პროექტების განხორციელების პროცესში საჭირო დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
  • პროექტების მართვის სპეციფიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში/აქტივობებში მონაწილეობა.

 

სტაჟიორს შესაძლებლობა ექნება:

  • კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში რომელიც დაკავშირებული იქნება პროექტების მართვის სპეციფიკასთან;
  • გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა), რომელიც საჭიროა სტაჟირების პერიოდში მენტორის მიერ განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად;
  • გახდეს დინამიური სწავლების გარემოს თანამონაწილე.

 

სტაჟირების კანდიდატისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:

  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან/და უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე პირი;
  • სასურველია, კანდიდატს გააჩნდეს თეორიული ან პრაქტიკული ცოდნა პროექტების მართვის ან საგადახდო/საბარათე სისტემების მიმართულებით;
  • სასურველია კანდიდატს ქონდეს ნებისმიერი გამოცდილება საორგანიზაციო და საკოორდინაციო მიმართულებით (მათ შორის სტაჟირება ან მოხალისეობა);
  • ინგლისური ენა - B2.


კომპეტენციები და უნარები:

  • კრიტიკული აზროვნება;
  • სიახლეებისადმი სწრაფვა;
  • ზეპირი და წერითი საკომუნიკაციო უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • ორგანიზების უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვა;

 

სტაჟიორის შერჩევის პროცესი:
პირველი ეტაპი:

  • განაცხადების შეფასება და განაცხადით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

მეორე ეტაპი:

  • წერითი დავალება, მისი განხილვა და შეფასება ეროვნული ბანკის მიერ;

მესამე  ეტაპი:

  • გასაუბრება კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გადალახავენ შერჩევის მეორე ეტაპს.

 

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2024 წლის 27 იანვრის ჩათვლით ელ-ფოსტაზე Internship@nbg.gov.ge უნდა გამოაგზავნონ:

  • რეზიუმე (CV)
  • მოკლე სამოტივაციო წერილი
  • *რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ შემდეგი ტექსტი „სტაჟირება - პროექტების მართვის ოფისი“

 

შერჩეული კანდიდატი ვალდებულია შერჩევიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში ეროვნულ ბანკში  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტი ან ცნობა უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
3. ერთი ელექტრონული ფოტო.


 
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები ეროვნული ბანკის მიერ დამუშავდება  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიეთ ვებ-გვერდს