სს „საქართველოს ბანკის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას შერჩევის ასისტენტის პოზიციაზე.
შერჩევის ასისტენტის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- საოპერაციო პროცესების და მასობრივი პოზიციების შერჩევის პროცესის ორგანიზება და მხარდაჭერა;
- კანდიდატების მოზიდვის სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობა,შერჩევის პროცესის დაგეგმვა მხარდაჭერა;
- არსებულ და პოტენციურ კანდიდატებთან კომუნიკაცია;
- კანდიდატების მონაცემების დამუშავება და ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენა;
- კანდიდატების არსებული და ახალი ბაზების დამუშავება,დახარისხება;
შერჩევის ასისტენტის სასურველი პროფაილი:
ვეძებთ ენერგიულ, კეთილგანწყობილ, ღია და უშუალო გუნდის წევრს , რომელიც ორიენტირებულია პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე.
• პირატესობა მიენიჭებათ მასობრივი პოზიციების შერჩევის პროცესში გამოცდილ კანდიდატებს;
• მოტივირებულია და აქვს მზაობა აქტიურად ჩაერთოს ტალანტების მოზიდვის, შერჩევის პროცესში
• შეუძლია რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება და მართვა;
• აქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი (როგორც წერითი, ასევე ვერბალური);
• აფასებს კონფიდენციალობის დაცვას.
გელოდებით, მოგვიყევი შენზე! 2024 წლის, 20 ნოემბრის ჩათვლით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ განაცხადი (CV გამოგზავნეთ) აქ.