საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
04/11/2024 - 07/11/2024
კომპანია „ავერსი ფარმა“ აცხადებს აუდიტორის ასისტენტის ვაკანსიას.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 დან - 18:00 მდე
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული რისკების იდენტიფიცირების მეთოდებისა და პროცესების შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
- არსებულ რისკებთან მიმართებაში, დანერგილი კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება;
- კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სისტემების ტესტირება, სისრულესა და სიზუსტეზე;
- საქართველოს კანონმდებლობის, კომპანიის შიდა დებულებების, პოლიტიკების, პროცედურებისა და სხვა რეგულაციების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
- კომპანიის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
- განხორციელებული სამუშაოების შესახებ სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტი - ეკონომიკის, ბიზნესის ან ფინანსების განხრით.
- სასურველია ასისტენტის ან სტაჟიორის პოზიციაზე სამუშაო გამოცდიელბა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენისს ფლობა B2 დონეზე, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა, დეტალებზე ორიენტირების და დროის მართვის უნარი;
- პუნქტუალურობა, შედეგზე ორიენტაცია, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე მეილზე : ani.kenchuashvili@aversi.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „აუდიტორის ასისტენტი“
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 7 ნოემბერი.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!