შპს „ჩემი სახლი“ აერთიანებს ავეჯის და დეკორის მიმართულებით ისეთ ბრენდებს, როგორიცაა „ლაბორატორია ჩემი სახლი“, “Naterial”, „კარე“, “Sleep&Bed”, ონლაინ მაღაზია ICRHOME
კომპანია „ჩემი სახლი“ ვაკანსიას პროცესების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.
ძირითადი მოვალეობები:
მიღებული საქონლის ატვირთვა პროგრამაში და შესაბამის რეპორტებში ჩამატება/განახლება;
მარაგების კონტროლი საწყობებში და სარეალიზაციო არხებში;
ელექტრონული კომერციისთვის ტექნიკური უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ბაზების მომზადებას, სხვა შესაბამისი პროცესების მართვას;
ხელმძღვანელთან ერთად რეპორტების შემუშავება საჭიროებების მიხედვით;
მაღაზიების და საწყობის სამუშაო პროცესების მონიტორინგი და სამუშაო პროცესის გაუმჯობესებაზე წინადადებების წარდგენა პროექტის ხელმძღვანელისთვის;
სხვა ტექნიკური მხარდაჭერა, რომელიც დაკავშირებული იქნება ანალიტიკასთან და პროცესების მართვასთან.
პროფესიული უნარები:
Microsoft Excel ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარები:
ანალიტიკური აზროვნება;
გუნდური მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებული;
დაინტერესების შემთხვევაში 2024 წლის 20 ნოემბრამდე CV გადმოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancymyhome@icr.ge; სათაურში მიუთითეთ - პროცესების მართვის მენეჯერი