საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სტაჟიორი
ორგანიზაციის შესახებ:
კომუნიკაციების კომისია არის სატელეკომუნიკაციო სფეროს არქიტექტორი, ხელისუფლების ყველა შტოსგან დამოუკიდებელი უწყება, რომელიც იცავს მომხმარებლის უფლებებს, არეგულირებს მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებს, უზრუნველყოფს კონკურენციას ამ ბაზრებზე და ზრუნავს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე, რათა უზრუნველყოს უფრო ეფექტური, კომფორტული და დროსთან შესაბამისობაში მყოფი კომუნიკაცია თითოეული მოქალაქისთვის. კომუნიკაციების კომისია, ასევე პასუხისმგებელია ქვეყნაში მედიაწიგნიერებს განვითარებაზე.
სტაჟიორის ფუნციები:
სხვადასხვა ანგარიშების/დოკუმენტების მოკლე ანალიზის მომზადება;
სამსახურეობრივი/მოხსენებითი ბარათების პროექტების მომზადება;
წერილების პროექტების მომზადება (ინგლისურად და ქართულად);
შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება/კოორდინირება;
საერთაშორისო ღონისძიებების კალენდრის მომზადება და რეგულარული განახლება;
დონორთა ერთიანი ბაზის წარმოება;
წერილობითი თარგმანების შესრულება ინგლისურიდან ქართულად და პირიქით;
ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც მიმართული იქნება სტაჟორის პროფესიული ზრდის, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და განვითარებისაკენ.
სტაჟირების ვადა:
სტაჟირების ხანგრძლივობა - 6 თვე;
სამუშაო განაკვეთი - სრული (საჭიროების შემთხვევაში, სასწავლო განრიგთან ხელშეწყობით)
სტაჟირების სარგებელი:
გამოცდილ გუნდთან მუშაობით, პროფესიული გამოცდილების მიღებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა;
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ცნობა;
დასაქმების შესაძლებლობის ზრდა.
სტაჟიორის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება 700-850 ლარის ფარგლებში (დარიცხული).
აუცილებელი მოთხოვნაა:
განათლება
ბაკალავრის ხარისხი ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სოციალურ მეცნიერებებში ან საერთაშორისო ურთიერთობებში ან საერთაშორისო სამართალში.
ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.
კანდიდატმა სასურველია:
გამოაგზავნოს ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თუ აღნიშნული სტაჟირება თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ, 31.08.2023-მდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად მისამართზე: vacancy@comcom.ge
აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:
თავისი რეზიუმე (CV), სამუშაო გამოცდილების მითითებით (არსებობის შემთხვევაში);
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები/ან ცნობა დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსის თაობაზე;
წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში; ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში იხ. ბმულზე - https://www.comcom.ge/uploads/other/12/12106.docx
საკონკურსო განაცხადი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://www.comcom.ge/ge/the-commission/vakansiebi/stajireba/saertashoriso-urtiertobebis-samsaxuris-stajiori.page
დაინტერესებული კონკურსანტები გაივლიან შემდეგ ეტაპებს: საბუთების გადარჩევა, ინგლისურ ენაში ტესტირება, წერილობითი დავალება, გასაუბრება.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელმეორე გასაუბრებაზე შესაძლოა დაბარებულ იქნას აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.
გისურვებთ წარმატებებს!