,,Loialte‘’ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს https://www.loialte.com.ge/
,,Loialte‘’ პირველი ქართული ბრენდია მის სფეროში, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 (ხარისხისმართვის სისტემები) სერტიფიკატს, რაც ადასტურებს იმას, რომ „ლოიალტე“- ში დანერგილიახარისხის მართვის იმგვარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის და უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას მომხმარებლისთვის.
სტაჟირების პროცესში შეისწავლით :
კომპანიის ყოველთვიური და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და მისი შესაბამისობის შეფასება გრძელვადიან გეგმებთან, ბიუჯეტსა და პროგნოზებთან;
მოთხოვისამებრ, ფინანსური შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
მომსახურე კომპანიების ბიუჯეტის მომზადება, შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი კორექტირება;
ფულადი ნაკადების მოძრაობის დაგეგმვა და მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა;
კომპანიის წარმოდგენა ბანკებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, ინვესტორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;
ფინანსური ოპერაციების შესაბამისობის კონტროლი და გაუმჯობესება;
კომპანიის ვალდებულებებისა და მასთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და მართვა;
კომპანიის ზრდასთან დაკავშირებული გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმების მომზადება;
ფინანსური აღრიცხვიანობისათვის შესაბამისი პროგრამის იდენტიფიცირება, დანერგვის პროცესში მონაწილეობა და შემდგომი მონიტორინგი;
კომპანიის მფლობელებსა და მენეჯერებთან კომუნიკაცია;
ფინანსური ეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის საჭირო პროცესების ოპტიმიზაცია და შესაბამისი პროცედურებისგაწერა;
ფინანსური და ბუღალტრული პროგრამების, პროცესების, მიდგომებისა და კონტროლის სისტემების დანერგვადა გაუმჯობესება;
ახალი საინვესტიციო პროექტების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
კომპანიის ფინანსური ასპექტების შესაბამისობის კონტროლი საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და შესაბამის კანონმდებლობასთან.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
ფინანსური უწყისების წარმოებაში მინიმალური გამოცდილება ან თეორიული ცოდნა;
საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
პიროვნული თვისებები:
დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
დროის მენეჯმენტი;
კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა;
დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები: სტაჟირების პერიოდი : 3 თვე.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი. სამუშაო საათები: 10:00-19:00.
ადგილმდებარეობა : თბილისი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: career@loialte.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ „ბაზების ადმინისტრატორი “ .